воскресенье, 15 декабря 2013 г.

გავარჩიეთ  შეფასების  ნიმუშები.ძალიან ციოდა,მაგრამ მაინც დავწერე შეფასებები ჩემი პროექტისთვის

суббота, 14 декабря 2013 г.

        დღეს გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომს.
განვიხილეთ სხვადასხვა სავარაუდო ნაშრომი. ეს ხელს შემიწყობს ჩემი პროექტის უკეთესად დაგეგმვაში.
         შევუდექი ჩემი ნაშრომის დაწერას.

воскресенье, 8 декабря 2013 г.

ნებისმიერი პროექტის დროს, გვჭირდება რესურსების მოძიება, ამიტომ სასურველია ვიცოდეთ რამდენად სწორად გამოვიყენოთ ინტერნეტის მასალები, არ დავარღვიოთ ეთიკური ნორმები და საავტორო უფლებები.
რესურსებიდან განვიხილეთ საავტორო უფლებების შესახებ ამონარიდები და მეც ჩემი პროექტისთვის დავწერე ციტირების დოკუმენტი, სადაც მიუთითებ რომელი წყაროებიდან რა მასალას გამოვიყენებ.

воскресенье, 1 декабря 2013 г.

რეფლექსია2

დავიწყე პროექტის დაგეგმვა, გავითვალისწინე ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით საკვანძო სიტყვები და გავწერე პროექტის მისაღწევი მიზნები და შედეგები. გავიგე რას ნიშნავს პროექტის პროვოცირებისთვის მიმართულებისმიმცემი საკვანძო სიტყვების მნიშვნელობა, განვიხილე მისი რუბრიკა და დავწერე საკვანძო სიტყვები.

суббота, 30 ноября 2013 г.

რეფლექსია1

გავეცანი პროექტული სწავლების ახალ ინოვაციას, რამაც ჯერ ცოტა დამაბნია, მაგრამ თან  ინტერესიც გამიჩინა რადგან დეტალურად არის წარმოდგენილი გზამკვლევში განხორციელების გზები, ტრენინგზე ძალიან გასაგებად იქნა დახასიათებული თუ რა გზებით დავიწყოთ ჩვენი პროექტი, თემაც მოვიფიქრე, მიზნები და სტანდარტები გავიაზრე და ჩამოვაყალიბე, ცოტა გავხალისდი ალბათ გამომივა მომეწონა პროექტებით სწავლოება რადგან მოსწავლეების განვითარებას და უნარ-ჩვევების დახვეწას უწყობს ხელს,  მათი ჩართულობა, შემოქმედება, ინტერესი,  კრიტიკული აზროვნება იზრდება, კომუნიკაცია და თანამშრომლობა. ბავშვი უფრო მეტად სწავლობს რეალურ პრობლემებზე დაკვირვებას.